spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იოსებ ბაბაევს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

იოსებ ბაბაევს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

პროკურატურა ბაბაევისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას.

 

სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო ბარის მფლობელს იოსებ ბაბაევს იარაღის უკანონო ფლობას ედავებიან.

 

მას დღეს ბრალი 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები