მრავალი წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ასწრებდა უკრაინას. საქართველო იყო ლიდერი, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც MAP-ს ითხოვდა დაჟინებით, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.
“უკრაინას არ სჭირდება MAP. ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. უფრო მეტს მოითხოვენ ისინი – რაღაც თავისებურ გზას წევრობისთვის; ეს ჯერ არ მომხდარა, თუმცა უკვე დიდი პროგრესია, თუ შევადარებთ საქართველოს. საქართველოსთვის ყოველთვის კარი ღიაა, მაგრამ მეტი არაფერი, არც MAP და არც სხვა რამ საქართველოს არ ერგება, უკრაინა მიიღებს დაპირებას, რომ ერთ დღეს გაწევრიანდება, მაგრამ საქართველო რჩება იმ ადგილზე, სადაც ბუქარესტის სამიტის მერე იყო.
მრავალი წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ასწრებდა უკრაინას. საქართველო იყო ლიდერი, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც MAP-ს ითხოვდა დაჟინებით.
უკრაინაში ომის დასაწყისში, უკრაინა და საქართველო ერთად მიდიოდნენ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა – რატომ? იმიტომ, რომ არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, არ ჩანს, რომ სურვილი აქვს პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამიტომაც დაშორდნენ უკრაინას და ეს დაშორება კიდევ უფრო გაძლიერდა.
ზელენსკი ჩამოდის ამ სამიტზე. უკრაინას ეყოლება საკუთარი საბჭო NATO-ში. ის ფაქტი, რომ სამიტზე საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და პრეზიდენტი ან პრემიერი აქ არ იმყოფებიან, ძალიან ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე NATO-სთან”, – განაცხადა იოზვიაკმა “ფორმულას” ეთერში.
NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში ხვალ იწყება.