“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც 26-მა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა.
როგორც იოზვიაკი წერს, მოსალოდნელია ევროკავშირის განცხადება, ასევე, ევროკომისიის განახლებული შეფასება.
“ბრიუსელში საქართველოს სიტუაციაზე ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. შეშფოთება გამოთქვა 26-მა ქვეყანამ, უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევროკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს”, – წერს იოზვიაკი.