spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება” აცხადებს, რომ კახა კუკავა მევახშესთან ალიანსშია

“იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების” იურისტებმა დღეს, “სფერო ჰოლდინგის” სათავო ოფისში სპეციალური განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც “პირდაპირ ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსი კახა კუკავა მევახშესთან ალიანსშია”.

მათი თქმით, გაერთიანების მთავარი მესიჯი მკაფიოა, მევახშეებს და მათ წარმომადგენლებს, ეძლევათ ერთთვიანი ვადა, იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ.

იპოთეკით და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები უკვე წლებია, მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები