IPSOS-გლობალის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელია ლიდერობს.
17:00 საათის მონაცემებით, ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ 40,8 % მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ 40,2%, გიორგი გახარიამ – 8,7%.
3,5 % აქვს ანა დოლიძეს, 2,6% – ანა ბიბილაშვილს.
გამოიკითხა 2500 ადამიანი.