spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა გახდა ნათელი და ყველა გზებით ცდილობენ, მოახდინონ დისკრედიტაცია”

როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ახლა ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ცდილობენ, მოახდინონ გახარიას გუნდის დისკრედიტაცია.

“იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზებით, ფეიკნიუსებით, მათ შორის ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში დეტალურად ვერ შევალ. რაც შეეხება, პარტიის ფინანსებს ბუნებრივია, ეს პროცესი არის ზოგადად გამჭირვალე პროცესი, ყოველ პარტიას უწევს სამ დღეში ერთხელ ანგარიშვალდებულება აუდიტის სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან. როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები