spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბესაძე – ასმაგად გაზარდა ქართველი ბიზნესსუბიექტების და საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს დასანქცირების რისკი

ასმაგად გაზარდა ქართველი ბიზნესსუბიექტების დასანქცირების რისკი და საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს დასანქცირების რისკი, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პანიკურად ცდილობს საკუთარი ქონების დაცვას.

“თავად ივანიშვილის ქმედებებსაც ემჩნევა პანიკურობის ნიშნები სწორედ ამ სანქციებიდან გამომდინარე, როდესაც იგი  ცდილობს, ყველა მისი კუთვნილი აქტივის მფლობელი კომპანიები წამოიღოს საქართველოში და დაირეგისტრიროს პირადად და საკუთარი ოჯახის წევრებზე, ანუ, ის არ ენდობა არცერთ სხვა იურისდიქციას, იმიტომ, რომ მას შესაძლებელია, ძალიან მალე გაეყინოს აქტივები, ჩამოართვან, გაუსხვისონ, როგორც ეს რუსი ოლიგარქების შემთხვევაში ხდება.

ერთი მხრივ, ის პანიკურად ცდილობს ქონების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ, ამით ათმაგად და ასმაგად გაზარდა ქართველი ბიზნესსუბიექტების დასანქცირების რისკი და საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფოს დასანქცირების რისკი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები