spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბესაძე – ათასობით გამოწერილი ჯარიმა უხეშად არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, არის ბათილი და მისი გადახდა არ არის სავალდებულო

ათასობით გამოწერილი ჯარიმა უხეშად არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, არის ბათილი და მისი გადახდა არ არის სავალდებულო, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეები ისე ჯარიმდებიან, რომ საქმის განხილვაზე დასწრების უფლება არ ეძლევათ.

“ამ სამართლებრივი რეპრესიების პირობებში, შსს ათასობით ადამიანს ისე აჯარიმებს, რომ ფაქტობრივად, არცერთ მათგანს არ მისცემია შესაძლებლობა, რომ განხილვას დასწრებოდა.

არის ორი ვერსია – შსს აყალბებს და ადგენს ყალბ ოქმებს, რომ ადამიანები დაიბარა და ისინი არ გამოცხადდნენ, რაც დანაშაულია და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ ეს ასე აღმოჩნდება, ან მეორე ვარიანტია, როდესაც ისინი  კანონით დადგენილ პროცედურას უხეშად არღვევენ, უკანონოდ წერენ 5 000-ლარიან ჯარიმებს და ეს დანაშაული ჩადენილია კონკრეტული პოლიციელების მხრიდან.

ფაქტია, რომ ათასობით გამოწერილი ჯარიმა უხეშად არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, არის ბათილი და მისი გადახდა არ არის სავალდებულო”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები