spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი აბესაძე – ეს არის უმძიმესი რეპუტაციული საკითხი, როგორც პირადად მათთვის, ასევე ქვეყნისთვის

მათ ასეთი პირდაპირი ვალდებულება, რომ ქართულ ლარში არსებული ანგარიშები გაუყინონ, არ არსებობს, –  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არის უმძიმესი რეპუტაციული საკითხი.

“ეს არის უმძიმესი რეპუტაციული საკითხი, როგორც პირადად მათთვის, ასევე ქვეყნისთვის და პოლიტიკურად უმძიმესად დამაზიანებელი ქვეყნისთვის, როდესაც უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს სანქცირებული ჰყავს სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იძიებენ ძალადობრივ თავდასხმებს და ძალადობრივ დანაშაულებს, რომლებიც ხდება აქციის მონაწილეების მიმართ.

რაც შეეხება ქართულ საბანკო ინსტიტუციებს, მათ ასეთი პირდაპირი ვალდებულება, რომ ქართულ ლარში არსებული ანგარიშები გაუყინონ არ არსებობს, მაგრამ ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა მძიმე რეპუტაციულ ზიანს აყენებს იმ საბანკო ინსტიტუციებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ საკუთარი აქციებით”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები