spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბესაძე – ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია

ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ოფშორული კომპანია გააჩნდა ბრიტანეთის იურისდიქციაში, – ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ბრიტანეთის მხრიდან სანქცირების შემთხვევაში, მიუღებელი გახდება ფინანსური ტიპის გარიგებისთვის.

“ეს სანქციები ივანიშვილისთვის  გაცილებით მეტი და მძიმე პრობლემების მომტანია იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ოფშორული კომპანია გააჩნდა ბრიტანეთის იურისდიქციაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, ათეულობით კომპანიის საქართველოში გადმორეგისტრირება შეძლო ივანიშვილმა. მაღალი ალბათობაა,  რომ მას, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება იქ კომპანიები, რომელთა გაყინვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში ის მძიმე ფინანსურ ზიანს მიიღებს, ისევე როგორც, უძრავი ან სხვა ტიპის ქონება ბრიტანეთის იურისდიქციაში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბრიტანეთში მისი დასანქცირება მას, როგორც ფინანსურ პარტნიორს სხვა ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და ფაქტობრივად, ის საბოლოოდ გახდება მიუღებელი ნებისმიერი ფინანსური ტიპის გარიგებისთვის”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თემთა პალატაში  საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები