spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი აბესაძე – ეს უნდა იყოს მაგალითი საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვისაც

ვინც ფინანსურად დასანქცირდა, ეს უნდა იყოს მაგალითი არა მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის, არამედ დანარჩენი მრავალათასიანი საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვისაც, –  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნებას” დასავლეთთან კავშირი უწყდება.

“სამოგზაურო ვიზის შეზღუდვაც კი, რა თქმა უნდა, უმძიმეს გარემოებას ქმნის სანქცირებული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმიტომ რომ, ეს ნიშნავს იმ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას არა მხოლოდ სამოგზაუროდ, არამედ სასწავლებლად, სამედიცინო თვალსაზრისით, სამეცნიერო თვალსაზრისით და ა.შ. მათ დასავლურ კულტურასთან მთლიანად უწყდებათ კავშირი.

ვინც ფინანსურად დასანქცირდა, რა თქმა უნდა, ეს უმძიმესია, მაგრამ ეს უნდა იყოს მაგალითი არა მხოლოდ იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც უკვე დასანქცირდნენ, არამედ დანარჩენი მრავალათასიანი საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვისაც”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები