spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბესაძე – როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა “ბ”, წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებლის და კორუფციის მკვლევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა “მტკვარი ჰესი” გაყიდა.

 

“აგრძელებს ბიძინა ქონების “გაქეშებას”.

 

ამჯერად “მტკვარი ჰესი” გაყიდა, რომლის მშენებლობაზე 236 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო (სხვათა შორის ივანიშვილის ვარაუდით, მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს).

 

ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს “გააქეშებს”.

 

რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?!

 

აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა “ბ” – ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…

 

აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება “მიმხედავი”, – წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები