spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი აბსანძე – კარგად ვარ, ხელი მომტეხეს, უბრალოდ

“პირველი არხის” ჟურნალისტის ირაკლი აბსანძის თქმით, დაკავების დროს პოლიციელებმა ხელი მოტეხეს. ის გუშინ, 12 ივლისს “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს და გვიან ღამით გაათავისუფლეს.

“მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.

p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი”, – წერს ჟურნალისტი. 

12 ივლისს “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ 12 პირი დააკავა. მათგან 2 გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოპერატორი ლუკა იმედაშვილი, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ორი და “ლელოს” ერთი წევრი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები