“ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე” – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს კითხვაზე აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას.
ალასანია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც მამის, საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას ძეგლის გახსნას დაესწრო.
“მამია ალასანიას დაღვრილი სისხლი მინდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის უსისხლოდ გამთლიანება.
ძალიან მიხარია, რომ ამ ხეივანში სხვა გმირების სახელები არის და კიდევ შეემატება. ეს არის დიდი წამოწყება და მიხარია, რომ ეს წამოწყება დაიწყო ზუგდიდში, რომ ყველა გმირს მოუყარონ თავი ერთ ხეივანში”, – განაცხადა ალასანიამ.