spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხონით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მისი გათავისუფლების მოთხონით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

 

ბებუას ოჯახის წევრების თქმით, მთავრობა არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, რომ დაკავებული გაათავისუფლონ.

 

“გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციისგან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით იგი ვერ ახერხებდა შეხვედრას, თუმცა აუცილებლად შეგვხვდებოდა. ორი წლის თავზეც ბატონი ირაკლი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციას. მთავრობა არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, რომ გაათავისუფლონ ირაკლი”, – განაცხადა ირაკლი ბებუას დამ.

 

2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას თავისუფლების 9 წლით  აღკვეთა მიესაჯა. ბებუას სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები