spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ბერაია ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა, – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები