spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს

ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, – აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“ნატოს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება, ასევე ალიანსთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები.

 

ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდია სხდომა ასეთ მაღალ დონეზე არ ჩატარებულა. „ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ ხაზი გაუსვა დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია. ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა“, – განაცხადა მან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები