spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ყოველწლიური გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები