spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩს და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები