spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – გულწრფელად მაინტერესებს იმ პირთა წრე, რომელიც ამ ქვეყანაში აფინანსებს ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც ახორციელებს “დროა“, “სირცხვილია“

“გულწრფელად მაინტერესებს, იმ პირთა წრე, ან იმ ორგანიზაციების წრე, რომელიც ამ ქვეყანაში აფინანსებს ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, პოლიტიკური აქტივობაა და არა არასამთავრობო სექტორის აქტივობა, რომელსაც ახორციელებს „დროა“, რომელსაც ახორციელებს „სირცხვილია“. მე მაინტერესებს და მგონი საზოგადოებასაც აინტერესებს ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამასთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

 

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს რუსეთის იარლიყის მიწებებას, რაც არ გამოსდით. 

 

“გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს მე მკაფიოდ განვაცხადე ერთი რამ, რომ რადიკალური ოპოზიცია, დესტრუქციული ოპოზიცია, რევანშისტული პოლიტიკური ძალები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ რუსეთის იარლიყი. მათ ეს არ გამოსდით იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ზუსტად “ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ შევძელით უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები