spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ჩიქოვანმა, ასევე, საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

“ჩვენ მხარდაჭერის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და რა თქმა უნდა, იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში და ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. იცით, რომ ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი და იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები