spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ირაკლი ჩიქოვანმა ნატოელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სამხედროების მაღალ შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას, მან აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული. „არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ვატარებთ ნატოსთან ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, – განაცხადა ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები