spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 

აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიის წვლილი, ასევე, ნდობის ფონდის ფარგლებში, ნორვეგიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები