spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

 

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი, ასევე „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები