spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან

ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს – გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებსა და რიგითებს; ასევე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და  გმირებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ღირსეულად და თავდადებით იმსახურეს. მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან.

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული ჯარის მიმართ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც, მისი თქმით, მადლობას იმსახურებს როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ისე პოლიტიკური გუნდის მიმართ. მინისტრობის კანდიდატმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკურ გუნდს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები