spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ყიჟინა თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, არის მოგონილი

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ის ყიჟინა და ის ბრალდებები, თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, არის მოგონილი და ამას უპირისპირდება რეალური საქმე, რეალური შეხვედრები და რეალური შედეგები, რომელსაც როგორც ხელისუფლება, ასევე მმართველი გუნდი დებს პარტნიორებთან ერთად“,-ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე და შეხვედრებზე და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

“თვის დასაწყისში იყო ძალიან მნიშნელოვანი ღონისძიება, ასოცირების საბჭო- ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და გავიაროთ ის პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

 

საბოლოო დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა პრემიერ- მინისტრის და ბატონი ბორელის შეხვედრის შემდგომ, ძალიან ცხადად არის ასახული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განვლო ამ პერიოდის განმავლობაში და ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ხაზი გაესვა, იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შესრულდეს ყველა ის პირობა და რეკომენდაცია რომელიც 12 პუნქტად არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება და ჩვენი გუნდი ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეასრულებს ამ ყველაფერს.

 

ასევე იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ მინისტრს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც იყო შეხვედრა უმაღლეს დონეზე და ბატონ შოლცთან, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა  და მნიშნელოვანი განცხადებები გაკეთდა, რომელიც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული.

 

ამ მომენტში საქართველოს პრემიერ მინისტრი ძალიან დიდი დელეგაციით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. ასევე ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანაში ვატარებთ და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს მთლიანად ლიანად რეგიონში“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები