თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არსებობს რამდენიმე სოფელი, სადაც გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
“არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერჯერობით ვერ შევძელით გზის გახსნა, თუმცა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს განპირობებულია რთული რელიეფითა და ამინდით. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, დავუკავშირდეთ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკა – ბორანები და თოვლმავლები აქტიურად გამოიყენება, რათა მოსახლეობას დროულად მიეწოდოს აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.
“მოთხოვნები თემების მიხედვით განსხვავებულია – ზოგიერთ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ზოგს კი – საკვები პროდუქტები. თუმცა, არის ადგილები, სადაც გზები გახსნილია, მაღაზიები ფუნქციონირებს და ადგილობრივები თავად იმარაგებენ საჭირო პროდუქტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია თითოეული ოჯახთან და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი საჭიროებები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.