spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, 2024 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები