spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მინისტრმა ბულგარეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.

 

შეხვედრას ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჰრისტო ნოჩევი დაესწრო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები