spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი სენატორ ჯინ შაჰინს და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები