თუ ვინმე ევროპაში, მათ შორის, EPP ხედავს თავის პარტნიორად, მოკავშირედ დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები ნამდვილად კარიკატურულია. თუ რაიმე ტოლობის ნიშანია დასასმელი, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობას“, კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის.
თუ ვინმე ევროპაში, მათ შორის, EPP ხედავს თავის პარტნიორად, მოკავშირედ დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ და ამ პარტნიორების იმედად იყვნენ. მე ზუსტად ვიცი, საქართველოს ამომრჩეველი, მოქალაქეები მათ ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებენ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.