spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

 

რაც შეეხება ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას, შსს-ს ინფორმაციით, სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.

 

“სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები