spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ

ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე, პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი და ბატონ რატის მინდა, მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

“აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევაფასო ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები პენიტენციურ სისტემაში – კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეს სისტემა, განსაკუთრებით, ძალიან დიდი გამოწვევები იყო ამ სისტემაში, ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურება და საშინელებები ხდებოდა და მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე, აი მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილები, 20 კვ.მ. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი, წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი ქმედება და ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.

 

“დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს რა თქმა უნდა მხარს, დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი ნამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურების მიხედვით დანამატს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშნელოვანია მათთვის,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები