spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს.

 

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები