spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – არ ვიცი რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით, ეს არ არის დანაშაული

“ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად”- ასე მიმართა პრემიერმა კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს. 

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას: როდის დაუბრუნდებათ მათ მიკროფონი და იყო თუ არა ეს დანაშაული, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს: 

 

“არ ვიცი რა ხდება მიკროფონთან დაკავშირებით. გასაგებია. ეს არ არის დანაშაული, დანაშაულია ის, რასაც ჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი. თქვენ ხართ მძარცველი ტელევიზია. ალბათ, გვარამია გაძლევთ ხო კითხვებს?. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში წინა ხაზზე. პარლამენტში მინდა გიხილოთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი”, – მიმართა ღარიბაშვილს “მთავარი არხის” ჟურნალისტს.

 

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ 5 ივლისს დანაშაული აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. 

 

“ერთ რამეს გეტყვით: სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეებზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები