spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

“საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები