spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა

ჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა. ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ.

 

“პოლონელი ექიმების თემაზე მინდა გავაკეთო კიდევ ერთხელ კომენტარი. ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა თუ ნებისმიერი განცხადებისა თუ სიტყვისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, სხვებისაგან განსხვავებით. ჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა. ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია. სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს. თავადვე მოახდინეს მათ დისკრედიტაცია მთლიანად ამ პროცესის. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა, ამის მიუხედავად ჩვენ თვალი დავხუჭეთ. ასევე მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახალ არის პოლიტიკური კამპანია და როგორც ჩანს სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში და იყენებენ ამ საკითხს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ჩვენ, მე პირადად და ჩვენმა მთავრობამ ჟესტი გამოვხატეთ ამით. მაგრამ, ვინაიდან, მათი მხრიდან იყო არაორდინარული ქცევა დაფიქსირებული და ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ვიმეორებ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ოჯახის მიმართ ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ რაც უნდათ ის გაუკეთონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები