spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავენ.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ხელვაჩაურში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე.

 

დღესვე შეხვედრები გაიმართება ბათუმსა და ოზურგეთში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები