spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე – გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა

როდესაც ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ  განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა. 

 

დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები იქნება ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად. 

 

“საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია,  ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას, რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, ამ პირობას, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, –  განაცხადა პრემიერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები