spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და სანდო პარტნიორია. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების  არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

 

მისივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

 

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები