spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება, – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია მოხდეს მაქსიმალურად მობილიზება, რათა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

 

“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. 

 

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები