spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი  რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისიის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

 

“ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ.

 

დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი  რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები