spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს სამძიმარს უცხადებს. 

 

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო. მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს. ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

გუჯა ბურდული 81 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები