spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

 

“მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

 

ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

 

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები