spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე“ წერს.

 

მისი თქმით, ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

 

“მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და  გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინსვლას და მომდევნო ეტაპზე გადასვლას. ძლიერი რეფორმების დღის წესრიგით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – წერს ღარიბაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები