spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაბიჯი არღვევს  საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.

 

“მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ  ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს.  ეს ნაბიჯი არღვევს  საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები