spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. 

 

„გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა”, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები