spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ქვეყნის ვაჭრობა ვითარდება, ევროპაში სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მილიარდს გადააჭარბა, ესეც რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება

დღეს რომ ჩვენი ქვეყნის ვაჭრობა ვითარდება, ევროპაში სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მილიარდს გადააჭარბა, ესეც რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მინდა, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ჩვენი ბიზნესი, უფრო მეტად აითვისონ ევროპული ბაზარი, ვიცი, რომ რთულია, იქ ძალიან ბევრი ბარიერებია, ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, მოთხოვნებია, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ, ამას სჭირდება დრო, ბევრი მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ შარშან შეიტანა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და ქვეყანამ მიიღო ისტორიული აღიარება.

 

“შარშან გახსოვთ, რომ შევიტანეთ უკვე ოფიციალურად განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და ქვეყანამ მიიღო ასე ვთქვათ ისტორიული აღიარება. მანამდე ამაზე უბრალოდ ფიქრიც არ შეიძლებოდა. მე კარგად მახსოვს წინა მოლაპარაკებები 2014 წელს, როცა ვაწერდით ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, მაშინ ჩვენი დაჟინებული თხოვნა, მოთხოვნა იყო ევროპელი კოლეგების მიმართ, რომ იქნებ ჩაეწერათ რამენაირად საქართველო – როგორც ევროპული სახელმწიფო. მახსოვს, მაშინ მათი პირდაპირი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რომ ამას არ გავაკეთებთ და ჩაწერეს საქართველო, როგორც აღმოსავლეთ-ევროპული სახელმწიფო. ასე იყო, ქალბატონო თეა, გახსოვთ. მაშინ ქალბატონი თეა ახვლედიანი იყო ელჩი, თუ არ მეშლება და ჩართული იყო მანამდეც აქტიურად ამ სამინისტროში. შესაბამისად, ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ანუ ამით ეს დიდი, ათწლიანი მუშაობის თავი დაიხურა და რეალური ასე ვთქვათ პერსპექტივები განესაზღვრა ქვეყანას. ახლა ჩვენ ვმუშაობთ უკვე სიმბოლურ აღიარებაზე – ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე. მოდით ვთქვათ, სად ვიყავით მანამდე და სად ვართ დღეს. სტატუსის მუშაობაზე ჩვენ დაწყებული გვქონდა მანამდე და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ზოგადად ქვეყნის მუშაობას, განხორციელებულ რეფორმებს და ა.შ. მანამ, სანამ მოლდოვას და უკრაინას მიანიჭებდნენ სტატუსს, ბუნებრივია, შეადარეს ქვეყნების მდგომარეობა რეფორმების კუთხით, მართლმსაჯულება, საჯარო სექტორის განვითარება, კანონის უზენაესობა და ა.შ. და ჩვენი ქვეყანა, არ მოვერიდები ამის გამეორებას ყოველთვის, ეს უნდა ვთქვათ, მაშინაც და დღესაც, წინ იყო უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, მაგრამ მაშინ გვითხრეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკრაინა არის ომში, მოლდოვა არის გათანაბრებულ სიტუაციაში, ვინაიდან მოლდოვაში ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს და ა.შ., ამიტომ ჩვენ ეს ქვეყნები უნდა წავახალისოთ და ბონუსად უნდა მივცეთ სტატუსი, თქვენ დაელოდეთ, ანუ მათაც ჯერ ბონუსად მიცეს სტატუსი და შემდეგ განუსაზღვრეს პრიორიტეტები, ჩვენ პირიქით, გვითხრეს, რომ შეასრულეთ ეს ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთ სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები