თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს.
“რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით – საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა, მეგობრებო და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.