spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი და ამ მშვიდობას შეინარჩუნებს. 

 

“ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველ დღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი თუ რავიცი რას ამბობენ, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს წარმოიდგინეთ ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს, ესენი თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რას იზამდნენ ხომ ? ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ რომ მერე რა, აი კიდევ დავიჩაგრეთ, აღარ გვინდა ეს ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა, ჩვენ გვინდა გამარჯვება ხალხო, ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანება სჭირდება ქვეყანას. 

 

ამიტომ მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, ამდენი მტრებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, ჩვენი გუნდი არის ერთიანი ძლიერი და ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. აი ეს მინდოდა მეთქვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები